დასწაფებიან სნოს წყალსა,
დარიალაის ნისლები.
ნარიანთ ბაგეს ცხორი დგას,
ცხენთ დაუწვართავთ კისრები.
მოხევის ქალო თმიანო,
ზურგზე ცხრა ნაწნავიანო,
სნოს ციხევ კლდეზე ნაგებო,
აუღებელო, მტრიანო.
მოხევის ქალო თმიანო,
ზურგზე ცხრა ნაწნავიანო,
სნოს ციხევ კლდეზე ნაგებო,
აუღებელო, მტრიანო.
ნისლ მაიტანა ამბავი,
მტერობას იტყოდიანო,
შიოლას ჯიხვი მაუკლავ,
რქანი სიპებზე სწყვიანო.
ღმერთმა გიკურთხოს მარჯვენა,
ვაჟკაცო ლაზათიანო.
ღუდუშაურთა საკარგყმოს
ხევს ხშირად იტყოდიანო.
ღმერთმა გიკურთხოს მარჯვენა,
ვაჟკაცო ლაზათიანო.
ღუდუშაურთა საკარგყმოს
ხევს ხშირად იტყოდიანო.
დაჰბერე სნოს წყალისკენა,
ხვედისის ჭალის ნიავო.
მყინვარი დასცქერს სამზეოს,
შურთხი ჭიუხში ხმიანობს.
ყარაბახს მგელნი ბუდობენ,
წყალათხიდს ნიში დგიაო,
ყარაბახს მგელნი ბუდობენ,
წყალათხიდს ნიში დგიაო,
გერგეტის სამებაზედა
ზართ სიყვარული თქმიანო.
გერგეტის სამებაზედა
ზართ სიყვარული თქმიანო.
დასწაფებიან სნოს წყალსა,
დარიალაის ნისლები.