თოვლში ნაკვალევს მივყვები ჯვრისკენ,
მოლურჯო ღრუბელს სჯერა გრძნობისა,
სული გაჰყურებს შორეულ ცისკენ,
მთაზე ლამაზად მოჩანს ლომისა.
რძისფერი ნისლი კალთებს ამშვენებს,
ეწვია თვალებს სითბო თრობისა,
სულიც შენს ახლოს ღამეს ათენებს,
ლოცვით გამთბარო ჩემო ლომისა.
ბერების ლოცვა,ტაძარი, ჯვარი,
არის საუნჯე ამა სოფლისა,
საყდრიდან ტკბილად რომ რეკავს ზარი,
დრო დგება ჩვენი ერთად ყოფნისა.
ტაძარო ჩემო, სულია წმინდა,
ლოცვით აენთნენ ჩვენი გულები,
ძალიან დიდხანს გიყურო მინდა,
ღამით რომ უფალს ეჩურ ჩულები.