Гора Ахун
Сестры Накеури
მაღალო ახუნის გორო,
შენამც დაგშალა ქარითა,
გადმამეხედნა, მენახა,
ალაზნის ველი თვალითა.
გადმამეხედნა, მენახა,
ალაზნის ველი თვალითა.
იმასაც ხვარა ვნახავდი,
ვინც გულ მამიკლა ჯავრითა,
არც შახედულად მამწონხარ,
არც ისე ძლიერ გვარითა,
მაინც არ იშლის ეს გული,
იწვება ცეცხლის ალითა.
შენი სამუხლის პირა მქნა,
დაბჯინებულის ხელითა,
შენ კალთა ამავსებინა,
ჩემი ნადენი ცრემლითა.
შენ კალთა ამავსებინა,
ჩემი ნადენი ცრემლითა.
მაღალო ახუნის გორო,
შენამც დაგშალა ქარითა.